Saturday, April 27, 2013

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება:  გავუფრთხილდეთ გარემოს.

პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებისათვის გარემოს დაცვისათვის ღონისძიებების მნიშვნელობის დასაბუთება და მათში აქტიური მონაწილეობის მიღება.  
              
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეს უვითარდება კვლევა-ძიების უნარ-ჩვევა, ასევე სოციალური, პრობლემების გადაჭრის, დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევები.

პროექტის მიზნები: მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაბინძურების უარყოფით გავლენაზე. საკუთარი მხარის ბუნებრივი რესურსების არსებობისა დაგამოყენების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

მონაწილეთა ასაკი: 12-14 წელი.

პროექტის ხანგრძლივობა:14-დღე.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაუფრთხილდებიან და დაიცავენ უსაფრთხოების გარემოში ყოფნისას.

რესურსები: სახელმძღვანელო, ინტერნეტი, საპრეზენტაციო მასალები. (ადამიანური რესურსები.)

პროექტის მსვლელობა (აქტივობები.)

1) ჯგუფების დაყოფა და დავალებების გადანაწილება.

2) ინფორმაციის მოძიება მხარეში ბუნებრივი რესურსების შესახებ,გარემოს დაცვითი ღონისძიებების შესახებ.

3) სტუმარი-ექიმი, რომელიც ისაუბრებს დაბინძურებული გარემო თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე.

4) სანიტარული დღე სკოლაში

5) ფილმის ჩვენება-დისკუსია.
6 ) პროექტის პრეზენტაცია.
7) პროექტის შეფასება:

შეფასები კრიტერიუმები.
დაბალი
საშუალო
მაღალი
ინფორმაციის შეგროვება
უჭირს ინფორმაციის მოპოვება.
აგროვებს ინფორმაციას და ვერ ახარისხებს.
ინფორმაციას აგროვებს სწრაფად და  ხარისხიანად.
ჩართულობა ჯგუფში.
პასიურია
მიცემულ დავალებებს ასრულებს მოგვიანებით.
დავალებებს ასრულებს სწრაფად.
პრეზენტაცია
ბუნდოვნად საუბრობს.
უჭირს დასკვნების გამოტანა.
დამაჯერებლად საუბრობს, აკეთებს დასკვნებს.

საგნებთან კავშირი - გეოგრაფია, ბიოლოგია.
პროექტის ხელმძღვანელი: მარინა მუკბანიანი.
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: marinamukbaniani@gmail.com